ირაკლი მაქაცარიამ უკრაინულ ცეკვებში გამოსვლა აგვისტოს ომს მიუძღვნა – რატომ იტირა ტელეწამყვანმა ეკრანზე

15:17 10-01-2018
328

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი

ირაკლი მაქაცარიამ და მისმა უკრაინელმა მეწყვილემ სცენაზე თავიანთი ქვეყნების ტკივილი გამოიტანეს და მაყურებელს აჩვენეს თანადგომა ორი ქვეყანას შორის. ნინო ქათამაძის სიმღერაზე შექმნილი კონტერპორარი საოცარი სანახავი გამოდგა ჟიურისა და მაყურებლისთვის. 

ირაკლიმ პარტნიორის კითხვაზე, რომელმა წელმა შეცვალა მისი ცხოვრება, 8 აგვისტო გაიხსენა, ყველა ქართველის ტკივილი. „თბილისიდან 20 კილომეტრში სისხლი იღვრებოდა. ქართველი ხალხი მადლიერია იმ გვერდში დგომის, რომელიც მაშინ უკრაინისგან მივიღეთ და მზად ვართ, ასევე დაუდგეთ გვერდში უკრაინას მძიმე მომენტში“, – ეს სიტყვები ირაკლიმ უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ თქვა.

უმაღლესი შეფასებით წყვილი კვლავ ლიდერობს. მაღალმა შეფასებამ ირაკლის გული აუჩუყა და ცრემლიც მოადინა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ უკრაინული შოუს ქართველ მონაწილეს.