ჰოლივუდის მსახიობის გვინეტ პელტროუს საიდუმლო ქორწილი - ვინ არის ვარსკვლავის რჩეული

16:56 10-01-2018
780

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 45 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ოსკარის, ოქროს გლობუსის და ემმი-ის პრემიის მფლობელი გვინეტ პელტროუ, ორი დღის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული, პროდიუსერი ბრედ ფელჩაკია.

გავრცელებული ინფომაციით ქორწილის ცერემონია, საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელში, დღესასწაულის არც ერთი ფოტო არ ატვირთულა და პატარძალმა, ჟურნალისტებსაც კი არ მისცა ინტერვიუ.

პაპარაცებმა, ვერც ერთი ფოტოკადრი ვერ მოიპოვეს, მაგრამ სავარაუდოდ, ქორწილმა წყნარ და მყუდრო გარემოში ჩაიარა.

მაგრამ, გვინეტმა ინსტაგრამზე, შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც აშკარად ჩანს, რომ წყვილს ხელზე, საქორწინო ბეჭდები უბრწყინავთ. ახალდაქორწინებულებმა, უკვე ოფიციალურად გამხილეს, საიდუმლო ქორწინების ისტორია.  

სანდო წყაროს ინფორმაციით, ქორწილის ცერემონია, გვინეტის საცხოვრებელ სახლში, ლონგ-აილენდში გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ რობერტ დაუნი-უმცროსი, მეუღლესთან, სუზანთან ერთად, სტივენ სპილბერგი, კეიტ კეპშოუსთან ერთად,ბენჯი მედენი, კემერონ დიასთან ერთად. 

შეგახსენებთ, რომ გვინეტის ყოფილი მეუღლე, მუსიკალური ჯგუფის Coldplay-ის წევრი, კრის მარტინი გახლდათ, რომელთანაც 11 წლის განმავლობაში იყო ქორწინებაში. ექს-წყვილს, 2 შვილი, 13 წლის ეპლი და 11 წლის მოზესი ჰყავთ. ფელჩაკის, ყოფილი მეუღლე კი, ტელეპროდიუსერი, სიუზან ფელჩაკი იყო. მათ ასევე 2 შვილ, იზაბელა და ბროდი ჰყავთ. 

გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი, დიდი ხნის განმავლობაში ჩდილობდნენ ოჯახის შენარჩუნებას. მაგრამ, 2016 წელს, მათ ოფიციალურად გამოაცხადეს, განქორწინების შესახებ.

კრის მარტინთან ქორწინებამდე, 1995-97 წლებში, გვინეტს რომანი ჰქონდა, ლეგენდარულ მსახიობთან, ბრედ პიტთან. რამდენიმე წლის წინანდელ ერთ-ერთ ინტერვიუში, გვინეტმა განაცხადა:

ჩემი ქმარი ხშირად მიმეორებდა: მე, ბრედ პიტის შეყვარებულზე დავქორწინდი - ამბობს გვინეტი.  

ბრედმა და გვინეტმა, ერთმანეთი ფილმის შვიდის გადაღების დროს გაიცნეს, როცა წყვილი, ცოლ-ქმრის როლს ასრულებდა. მათი სასიყვარულო ურთიერთობები, სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა ოთხი თვის განმავლობაში, ოფიციალურად იყვნენ დანიშნულები. 

გვინეტი გამოტყდა, რომ ქორწილის წინ, როგორც ქალიშვილი, ისე ნერვიულობდა:

ჭკუას ვკარგავდი ისე მიყვარდა ბრედი. ყველაფერი, ჩემი მიზეზით მოხდა. ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ვნანობ, ახალგაზრდა ასაკში, ჩემი საქციელის და უამრვი არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო - ბრედი ჩემთვის, ზედმეტად კარგი ადამიანი იყო! ამ ეტაპზე, მართალია იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ დღემდე, მეგობრებად დავრჩით - ამბობს გვინეტი, რამდენიმე ხნის წინ, ტელეწამყვან ჰოვარდ სტენისთან ინტერვიუში.

ცნობილია, რომ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, გვინეტს, სასიყვარულო კავშირები ჰქონდა ბენ აფლეკთან, რომელსაც 3 წელიწადში დაშორდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე