შევალ, ვნახავ როგორ განვითარდება იქ მოვლენები - ნატო ჩხეიძე პროკურატურაში მივიდა

17:41 10-01-2018
71

ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელი და ომეგა ჯგუფის თანადამფუძნებელი ნატო ჩხეიძე თბილისის პროკურატურაში მივიდა.

"მოვედი აქ, რომ შევასრულო ჩემი ვალდებულება იმისა, რომ გამოვცხადდე პროკურატურაშში და ვუთხრა ყველაფერი ის, რაც ვიცი. შევალ, ვნახავ როგორ განვითარდება იქ მოვლენები და მერე უფრო სწორ და ამომწურავ კომენტარს მოგაწვდით",-  განაცხადა ჩხეიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დღესვე მიაწვდის ინფორმაციას გამოძიებას, თუ სასამართლო წესით გამოკითხვას მოითხოვს. 

ზაზა ოქუაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, აქვს თუ არა  "საქართველოს ბანკთან" მიმართებაში "ომეგა ჯგუფს" 84 მლნ ლარის ფინანსური ვალდბეულებები, თუმცა საკიტხს აუცილებლად გამოიკითხავს. ჩხეიძემ ასევე კომენტარი გააკეთა 4 მლნ ლართან დაკავშირებითაც:

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვის საკითხს, მე ინფორმაცია მქონდა 2016 წლის აპრილის თვეში. ყველაფერი, ის მოქმედებები, რაც ბანკში ჩატარდა და სამწუხაროდ ჩატარდა უკანონოდ, ყველაფერი ამის საბუთი არსებობს".

კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა პარლამენტის ტრიბუნა ამ პრობლემებზე სასაუბროდ, "იბერიის" დამფუძნებელი განმარტავს, რომ როცა გამოიყენა, მაშინაც არავინ არაფერი მოიკითხა.

"საქართველოში ამაზე საუბარი იყო არაფრის მომცემი. ამიტომ სანამ ის ვითარება არ შეიქმნა , რომ ლონდონში უკვე შესაძლებელი იყო ამ საქმეზე მსჯელობა, მანამ საქართცელოში ამის თქმა იყო საკმაოდ საშიში. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ადამაინებისთვის , რომლებიც ამ საქმეში ომეგა ჯგუფის თანამშრომლები ძალაუნებურად იყვნენ ჩარეულები", - განაცხადა ჩხეიძემ. 

ჩხეიძე ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსს საქმესთან დაკავშირევით ინფორმაცია ჰქონდათ. 

" ზუსტად 7 და 14 სექტემბერს მათ ეს ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ ამას გამოხმაურებოდნენ. ცოდნით იცოდნენ, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რამე ეთქვათ სწორედ ამის გამო იყო, რომ მე გავაკეთე განცხადება გამოვედი ამ პარტიიდან და 8 ოქტომბერს ფრაქციიდანაც გამოვალ" - განაცხადა ჩხეიძემ.

რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, ოქუაშვილის მეუღლე დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა გაასაჯაროონ ჩხარტიშვილი აღმოჩნდება დამნაშავე. "არაკანონიერი სქემები და ძალიან არაკანონიერი მოქმედებები ჰქონდა ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ ჩადენილი. ვერავინ ვერ წაგვართვა ბიზნესი ვერც მაშინ და დარწმუნებული ბრძანდბეოდეთ ვერ ახლა ვერავინ ვერ წაგვართმევს"  - დასძინა ჩხეიძემ.

 

 

ნინო რაზმაძე