მამაკაცი რომელსაც სოციალური დახმაება მოუხსნეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალთან გარდაცვლილი იპოვნეს

18:18 10-01-2018
1878

ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალთან, რამდენიმე ხნის წინ, მამაკაცი გარდაიცვალა. 

გურია ნიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში ცხოვრობდა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე, ვანო გოგოლაშვილი ამბობს, რომ მამაკაცი, სააგენტოს შენობაში არ შესულა: 

- “ოჯახი, არ იყო სოციალურ დახმარების ბაზაზე. დღეს დილით მოვიდა, ზუსტი მიზეზი არ ვიცით, რადგან შენობაში შემოსვლა ვერ შეძლო. რადგან დავინახე და ვიცანი ვინც იყო, კიდევ ერთხელ გადავამოწმე კომპიუტერში მონაცემები - მას ისევ შეეძლო სოცაგენტის გამოძახება, რის საფუძველზე მოხდებოდა, თავიდან ქულების გადამოწმება.  გარეთ, რომ გამოვედი, ის აღარ იყო ჩვენი შენობის წინ. ტელეფონის ნომერი მოვიძიე და ვაპირებდი ამბვის მოკითხვას, მაგრამ არ მიპასუხა. რამდენიმე წუთში გავიგეთ, რომ ცუდად გახდა და გარდაიცვალა - გვითხრა გოგოლაშვილმა.

ავტორი: რუსა ღვანიძე