პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ,,იბერიის" პირდაპირ ეთერში საუბრობს ფარულ ჩანაწერებზე და აყენებს რამდენიმე კატეგორიულ მოთხოვნას:
,,მასობრივი პროტესტია საჭირო 4 კატეგორიული მოთხოვნით, ოქსფორდის განათლება ამას არ სჭირდება".
მისი თქმით, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები, ცალ-ცალკე ყველა ჩანაწერზე და დაიკითხოს პროკურატურაში ყველა ფიგურანტი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, გამოძიება როგორ მინდინარეობს.
გაყალბებულ ჩანაწერებზე საუბრისას ვაშაძე ამბობს, რომ თუ ეს ყალბია,ჩანაწერებს მიიტანენ შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიუროში მმართველ ხელისუფლებასთან ერთად.
,,მანამდე პროკურატურაში მობრძანდნენ ბ.ივანიშვილი, ბ.ჩუბინიშვილი ბ.ჩხარტიშვილი, ბ.ყიფიანი- ჩააბარონ თავიანთი ხმის ნიმუშები,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
იგი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას მარიხუანას თემაზე კანონპროექტი გამოიწვიონ და სამუდამოდ დაივიწყონ ეს თემა.