საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “ომეგა-ჯგუფის” დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი ინფორმაციების გაგება.
“ლევან ყიფიანი, ბოლოს და ბოლოს, არის საქართველოს ყველა დროის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი. დიდი სირცხვილია, რომ დათო ყიფიანის შვილს ფარცხალაძე სარდაფში ასე ამცირებდეს. ასეთი რამ დაუშვებელია ,რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის მიმართ, მაგრამ აქ კიდევ მეტადაა ჩემთვის ემოციურად მძიმე”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ბიზნესმენ ოქუაშვილის განცხადებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანეს და მას როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.