,,ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის," - მარიამ ჯაში

12:03 10-02-2018
105

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

ჯაშის თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემას აქვს ერთ-ერთი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისთვის ყველა შესაძლო დიაგნოსტიკურ და სხვა სახის მკურნალობას.

„მე თავად ვიყავი აქტირების კომისიის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში. კომისია იხილავდა განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევებს - პრაქტიკულად ფატალური მდგომარეობის დროს პაციენტების გათავისუფლების საკითხს. აღნიშნული რეგულაცია ძალიან მკაცრად განსაზღვრავს იმ მდგომარეობას, რომელიც შეწყალებას, ან ვადამდე გათავისუფლებას ექვემდებარება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკული არ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემას აქვს ერთ-ერთი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პაციენტისათვის დიაგნოსტიკურ და სამკურნალო შესაძლებლობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს ისევ კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე