"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანას ეხმაურება.
მარშანიას თქმით, გასარკვევია არა მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ის, თუ რატომ არის ყოფილი პრემიერი ციხეში "განსაკუთრებულ პირობებში". მარშანია ამბობს, რომ მერაბიშვილს სხვა პატიმრებისგან განსხვავებით აქვს ტელევიზორი და კომპიუტერი.
"თავი ხომ არ სტკივა ვანოს? ანალგინი ხომ არ გავუგზავნოთ ან ციტრამონი? მე შემიძლია გავუგზავნო. რა შეწყალება, ეგ მე მგონი მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს.თან მატროსოვზე კი არა, გლდანის მერვეში. თან მატროსოვზე რა პირობებშია? რბილ ბალიშებზე წევს, ტელევიზორი აქვს და როგორც ვიცი, კომპიუტერიც.
რატომ ასეთ არათანაბარ პირობებში? ეგ ამბავი უნდა გავარკვიოთ. ვის რათ უნდა მაგის მოწამვლა, ვის რაში აინტერესებს მისი მოწამვლა?"-განაცხადა ადა მარშანიამ.