რამდენიმე დღის წინ, სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ქეთი ცხვარაძემ, თავი მოიკლა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა, გარდაცვლილი გოგონას მეგობრის პოსტი, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილის მამამ, თვითმკვლელობა სცადა და ვენები გადაიჭრა:
გასაცოდავებულია ოჯახი. მამამისმა მინები ჩაამსხვრია გუშინ და ვენებგადაჭრილია. ბიძა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედამისი ჩამოვიდა გუშინ. დედამისს ალბათ ფსიქიატრი დაჭირდება, ფსიქოლოგი კი არა. ძმამ ნახა მეშვიდე კლასშია...ის როგორ იქნება? ამხანაგები სკოლაში არ დადიან. ყველანი იქ არიან...
„ქეთი, რა გინდოდა გოგოო, რას გვერჩოდი, რა დავწეროო აქ რაა.. როგორ უნდა ვანუგეშოთ შენიი მშობლებიი როგორ... ნიკას რას ერჩოდი გოგო, შენს ძმას. გამანადგურე ქეთ გამანადგურეე... როგრო წარმოვიდგენდი, ამას თუ გააკეთებდიი. აზრადაც თუ მოგივდიოდაა, ვერც მაგას წარმივიდგენდიი გოგოოო... დამტოვე და წახვედიი ხოო? არ იფიქრეე არავიზეე, ისეე გადაწყვიტეე ყველაფერიი. ახლა ვინ ვაწვალოო ქეთ ვინ, ვის დავუძახოო წრიპა ვისს, ვისს, გოგოო. გამომაშტერეე, გამაქვავე გოგოო გამაქვავეე... არ ველოდიი შენგანნ ამას არაა“ - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ გოგონა, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი, ძმამ იპოვა. გარდაცვილილის ახლობლების ინფორმაციით, გოგონამ წერილი დატოვა, სადაც წერს, არაფერი არავის ბრალი არაა, მინდოდა გამეგო, იმ ქვეყნად როგორი ცხოვრებაა. ქეთის მეზობელი აცხადებდა, რომ გოგონა 14 წლის იყო, როცა დედამისი თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მიწერა იმ დღეს ყველა ამხანაგს, დედამისს, მიყვარხართო და მეორე სართულიდან ჩავიდა პირველზე, ძაღლს გავასეირნებო. შევიდა ოთახში და კაპრონის ძაფზე ჩამოიხრჩო თავი..ეს საცოდავი თავს რომ იხრჩობდა, ეზოში მამამისი მუშაობდა. ძალღმა დაიწყო ყმუილი... 5 წუთით ადრე რომ დაეწყო, მიუსწრებდნენ - აცხადებენ ცხვარაძის ახლობლები.
იხ. ფოტო: