ხელისუფლების მცდელობა, რომ თითქოს ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური პოლუსი არსებობს უსუსურია. ეს ორი პოლუსი უკვე წარსულია, მობეზრდა ხალხს და ვერცერთი ვერ სთავაზობს საზოგადოებას მომავლის ხედვას - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და განაცხადა, რომ ზრდის ყველაზე მეტი რესურსი დავით ბაქრაძეს აქვს:
"დავით ბაქრაძე კონცენტრირებულია მომავალზე, ის ესაუბრება ხალხს კონკრეტულ თემებზე. ეს არის უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საკითხი, რომლებსაც საზღვარგარეთ უამრავი პრობლემა აქვთ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლეგალური მუშაობა. პენსია - რადგან განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ხანდაზმული ადამიანები. ღირსების საკითხია ნებისმიერი მთავრობის პირობებში პენსიის გაზრდა, მილიარდელის მთავრობის პირობებში კი 6 წლის განმავლობაში 20 ლარითაც არ არის გაზრდილი. დავით ბაქრაძე კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად არის მზად გაარღვიოს მოჯადოებული წრე - რას ვუპირებთ უმუშევრებს, პენსიონერებს, განათლების სისტემას, ქვეყნის განვითარებას. ხალხი დაღალა ამდენმა ლაპარაკმა მხოლოდ წარსულზე. ამ დღის წესრიგიდან არის გასული დავით ბაქრაძე და სწორედ ამიტომაც აქვს მას ზრდის პერსპექტივა“ - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი.