"ნაზუქი და ბენტლის "კაპოტზე" დამაგრებული სტალინის ბიუსტი" - "The Grand Tour"-ის ლეგენდარული ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი საქართვერლოშია (ვიდეორგოლი)

15:38 10-02-2018
931

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანული პროექტის The Grand Tour, ლეგენდარული ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი, საქართველოს ეწვია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს რომ გადაცემა Top Gear-ის წამყვანი ჯერემი კლარკსონი, ბათუმშია. ვარაუდობენ, რომ გადაცემის ახალი ეპიზოდი, შესაძლოა საქართველოში გადაიღონ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა Top Gear-ი, ეკრანზე, პირველად 1977 წელს გამოჩნდა და 2002 წელს, ის ჯერემი კლარკსონმა და ენდი უილმანმა აღადგინეს. ჯერემი კლარკსონი ცნობილი ტელეწამყვანია, რომელსაც ავტომოყვარულები გადაცემა Top Gear-ით იცნობენ.  კლარკსონი, BBC-ის გადაცემა Top Gear-ს, ორ თანაწამყვანთან ერთად, 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი, გადაცემიდან სკანდალურად გაუშვეს, მან, ჰამონდთან და მეისთან ერთად Amazon Video-სთვის ახალი პროექტი – The Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.

გადაცემა ავტომობილებს ეძღვნება, სადაც განიხილავენ მანქანების მახასიათებლებს და აჯიბრებენ კონკურენტულ ბრენდებს.  ამჟამად, კლარსონის გადაცემა, ახალი ფორმატით გამოდის და მას The Grand Tour-ი ჰქვია. 

Auto Bild Georgiaს ინფორმაციით, საუბარია გადაცემა The Grand Tour-ის ერთი-ერთი ეპიზოდის გადაღებაზე, რომელიც აჭარაში უდნა მოხდეს. თუ გავრცელებული ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, გადაცემაში BMW 8 Series, Bentley Continental და Aston Martin DBS Superleggera გადაიღეს. უფრო კონკრეტულად კი, როგორც „გეო ფილმ პროდაქშენის“ აღამასრულებელმა დირექტორმა ია თაბაგარმა „ავტობილდს“ განუცხადა, მათ კომპანიას ადრეც გაუწევია ლოჯისტიკური მომსახურება The Grand Tour'-ის ჯგუფისთვის, მათ შორის იყო გასულ წლებში გადაღებული ახლო აღმოსვლეთის ეპიზოდი, შესაბამისად ეს მომართვა, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და კომპანიამ, ამჯერადაც მხოლოდ ტექნიკური საკითხები მოუგვარა გუნდს.  როგორც თაბაგარი აცხადებს კლარკსონი და ჰამონდი არა მხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის ზღვისპირა ზოლის სხვა პუნქტებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე და თავად ქალაქ ქუთაისშიც კი იღებენ გადაცემას, საუბარია, საკმაოდ მასშტაბურ ეპიზოდზე, რომლისთვისაც მათი კომპანია, ათამდე ავტომობილით უწევს მომსახურებას სტუმრებს.  მისივე თქმით, ის სამი ავტმობილი, რომელიც ამ ეპიზოდში გადაიღეს, თავად The Grand Tour-მა ჩამოიყვანა. გადაღებები, ახლაც მიმდინარეობს და ის ეთერში, დიდი ალბათობით, მომავალი წლის დასაწყისში გავა. 

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ჯერემის ავტომობილის კადრები, რომლითაც ცნობილი ბრიტანელი წამყვანი კლარკსონი, თანაწამყვანებთან ერთად, ხურვალეთისკენ მიემართებოდა, ვიდეორგოლში, აშკარად ჩანს, რომ ავტომობილზე, იოსებ სტალინის ბიუსტია დამაგრებული.

ამის შესახებ, პირველი არხის ჟურნალისტი, ადგილიდან იუწყება. ჯერემი კლარკსონი, თანაწამყვანებთან რიჩარდ ჰამონდთან და ჯეიმს მეისთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავს.

როგორც ჯერემი კლარკსონმა პირველ არხს განუცხადა, გუშინ, ბათუმი და გორი დაათვალიერეს. კერძოდ, კლარკსონი ​გორში მდებარე, სტალინის მუზეუმში იმყოფებოდა.​ კლარკსონის თქმით, მისი ჯგუფი, მსოფლიოში, ცნობილი დიქტატორების შესახებ, სატელევიზიო მასალებს ამზადებს.

იხ. ფოტო: - წლის ფოტო: ნაზუქი და ბენტლი: By Giorgi Lomsadze Jr 

 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები::



ავტორი: რუსა ღვანიძე