"ციანიდის საქმე" სტრასბურგში მიდის - ადვოკატები დეკანოზს შეხვდნენ

16:17 10-02-2018
110

ე.წ. ციანიდის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იგზავნება. სტრასბურგში გასაგზავნი საქმის დეტალებს ადვოკატები დღეს მამა გიორგი მამალაძეს აცნობენ. მსჯავრდებული დეკანოზის ინტერესების დამცველები ამ წუთებშიც ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებიან.

როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი ამბობს, დეკანოზის უფლრბები არაერთხელ დაირღვა.მაგალითისტვის, სასამართლო სხდომების სრული დახურვა მოჰყავს.

„აქ არის წამყვანი კონვენციის მე-6 მუხლი და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების უხეში დარღვევა, რასაც ჰქონდა ადგილი. ასევე ვფიქრობ მე-18 მუხლის მიმართულებით, იმიტომ რომ მთელი შეზღუდვები, რომელსაც რიგ შემთხვვაში ჰქონდა ადგილი კონვენციით დადგენილ მიზნებს არ ემსახურებოდა.

ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილად უკანონო პატიმარი და ქართული მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სინდისზეა ის, რომ უკანონოდ ჰყავთ ადამიანი დატყვევებული“- ამბობს ჯანდიერი.

დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი ინსტანციის სასამართლო, სადაც დეკანოზ მამალაძის საქმის გასაჩივრება მოხდება. ფანცულაიას თქმით, უფლებადამცველებმა მიიღეს გადაწყვეტილება და მიმართავენ სტრასბურგს, რათა გიორგი მამალაძის „უკანონო ტყვეობა დასრულდეს“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე