მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში, 2018 წლის ნობელის პრემია, ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონჟოს გადაეცემა.
ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ტეხასის (აშშ) და კიოტოს (იაპონია) უნივერსიტეტების მეცნიერებს პრესტიჟული ჯილდო, კიბოს მკურნალობის საქმეში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გადასცენ.
ალისონმა და ჰონჟომ წარმოადგინეს განსხვავებული სტრატეგია, რომელიც კიბოს მკურნალობას იმუნოთერაპიის მიმართულებით წარმართავს - ნათქვამია სტოკჰოლმში გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.
პრემიასთან ერთად, გამარჯვებულებს, 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის, ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ამ კვირაში, ცნობილი გახდება ნობელის პრემიის მფლობელების ვინაობა ფიზიკის, ქიმიის და მშვიდობის დარგში.
ეკონომიკურ მეცნიერებებში, ნობელის პრემიის მფლობელი კი, 8 ოქტომბერს გამოცხადდება.
ჯეიმს ალისონი, 1948 წელს ამერიკაში, ტეხასის შტატში დაიბადა. სადოქტორო დისერტაცია მან ოსტინში მდებარე, ტეხასის უნივერსიტეტში დაიცვა. ტასუკუ ჰონჟო 1942 წელს იაპონიაში, ქალაქ კიოტოში დაიბადა. რამდენიმე წლის მანძილზე, ის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში და ბეტესდაში მუშაობდა. სადოქტორო დისერტაცია კი კიოტოს უნივერსიტეტში დაიცვა.
თუ სიმსივნეში გარკვეული მარკერებია ასე შეიძლება კიბოს ნებისმიერი ფორმის მკურნალობა - კუჭის, ფილტვის და ა.შ. ჯერჯერობით თერაპიამ საუკეთესო შედეგები მელანომის და ფილტვის კიბოს მკურნალობის პროცესში აჩვენა.
ახალმა პრეპარატებმა, საფუძველი ჩაუყარა, კიბოს მკურნალობის სრულიად ახალ გზას, იმუნოთერაპიის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც კიბოს უჯრედების დასახოცად, პაციენტის სხეულს იყენებს. მანამდე, სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენდა ქირურგიული ჩარევა, რადიაცია და ქიმიოთერაპია.
ეს პრეპარატებია პემბროლიზუმაბი (კიტრუდა), ნივოლუმაბი (ოპდივო), იპილიმუმაბი (ერვოი) და ატეზოლიზუმაბი (ტეცენტრიკი).
საქართველოში, მათგან რეგისტრირებული მხოლოდ ატეზოლიზუმაბია. თუმცა პაციენტებს, რომლებსაც ამ წამლების უცხოეთში შეძენის შესაძლებლობა აქვთ, ონკოლოგები, მათ ინდივიდუალურად უნიშნავენ.
სამწუხაროდ, პრეპარატები ძალიან ძვირია. მათი გამოყენების შესაძლო სიხშირე კი, განსხვავებული. ერთი გადასხმა, რომელიმე ამ პრეპარატთაგან, პაციენტს 7500 ლარიდან, 15 ათას ლარამდე უჯდება. ექიმების თქმით, წამლის ეფექტიანობის შეფასება, მხოლოდ 4 გადასხმის შემდეგ შეიძლება და მკურნალობის კურსი, შეიძლება 2 წელსაც (საშუალოდ 20-22 გადასხმა) გაგრძელდეს.
საქართველოში სახელმწიფო დაზღვევა, სიძვირის გამო, ამ პრეპარატებით მკურნალობას, ვერ აფინანსებს.
შეგახენებთ, რომ შარშანდელი პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, სამ ამერიკელ მეცნიერს ჯეფრი ჰოლს, მაიკლ როსბაშს და მაიკლ იანგს, ორგანიზმის შინაგანი საათის, ცირკადული რიტმის მოლეკულური მექანიზმების შესწავლაში გადაეცათ.
იხ. ვიდეორგოლები: