სკანდალი! სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი სადაც კრიშტიანუ რონალდუ მის "მსხვერპლთან" ერთად ერთობა

15:14 10-03-2018
3072

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც კრიშტიანუ რონალდუ, ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლუბში, ამერიკელ გოგონასთან, კეტრინ მაიორგასთან ერთად ერთობა. ეს, სწორედ ის ქალბატონია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, განცხადება გააკეთა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია - ცნობილმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სასტუმროს ნომერში გააუპატიურა. 

ვიდეორგოლში აშკარად ჩანს, რომ წყვილი ფანტასტიკურად ერთობა - ცეკვავს და ერთმანეთს კოცნის. კეტრინის ინფორმაციით, რონალდუმ, აიყვანა სასტუმროს ნომერში და ძალის გამოყენებით /გააუპატიურა.

როცა ყველაფერი დამთავრდა, არ მიშვებდა, მეძახდა და დამნაშავის თვალებით მიყურებდა. მომეჩვენა, რომ მან ინანა ეს საქციელი. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაცას მეუბნებონა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა და მგონი ამბობდა: - ბოდიში ან რამე ხომ არ გატკინე - ამბობს კეტრინი.   

შეგახსნებთ, რომ კრიშტიანუ, დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მაიორგა, ყველაფერს აკეთებს, რომ ცნობადი სახე გახდეს.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე