პატიმარმა ხაშურის სასამართლოდან გაქცევა სცადა

19:02 10-03-2018
128

პატიმარმა ხაშურის სასამართლოდან გაქცევა სცადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პატიმარმა საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, სადაც ბადრაგს იარაღის წართმევა დაუპირა.

„პატიმარს ჰქონდა გაქცევის მცდელობა. მეორე ბადრაგის დახმარებით, აღიკვეთა ეს მცდელობა და დასრულდა ინციდენტი“, – განუცხადეს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე