სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თავად ამბობს, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია.
ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ,„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლევან ყიფიანი ჩააგდეს სარდაფში, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ის თავის მოკვლასაც კი აპირებდა.მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ლევან ყიფიანმა თავად უამბო.