ადვოკატი: ლევან ყიფიანის ქმედებებში არავითარი დანაშაულის ნიშანი არ იკვეთება

19:48 10-03-2018
72

სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებში არავითარი დანაშაულის ნიშანი არ იკვეთება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სპორტის ყოფილი მინისტრის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. ადვოკატმა დაადასტურა ლევან ყიფიანის პოზიცია და განმარტა, რომ პირველი 4 ჩანაწერი, რომელიც პირველად გავრცელდა დამონტაჟებულია.

"დღევანდელ მოცემულობაში, ლევან ყიფიანის ქმედებაში, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. შედეგი სადაა, რომ თაღლითობაზე ან თანხების მითვისებაზე ვისაუბროთ?! იმის ფაქტი, რომ ჩანაწერი საზღვარგარეთ იყო გამოყენებული, ჩვენ არ გვაქვს. ოქუაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც განაცხადა, რომ ბანკიდან ფულის გატანა ერთჯერადად მოხდა. ბანკიდან თანხა სამჯერ იყო გამოტანილი. ეს ყველაფერი სხვადასხვა დღეებში მოხდა და რომელ დღეს, სად ურეკავდა ფარცხალაძეს, არ ვიცი.

დღევანდელ მოცემულობაში, ლევან ყიფიანის ქმედებაში, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. იმედია მოგვთხოვს გამოძიება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მტკიცებულებები ჩვენი ვერსიის დასადასტურებლად. შედეგი სადაა, რომ თაღლითობაზე ან თანხების მითვისებაზე ვისაუბროთ?! იმის ფაქტი, რომ ჩანაწერი საზღვარგარეთ იყო გამოყენებული, ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მათ აქვთ მტკიცებულებები ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით. ,,იმედია, მოგვთხოვს გამოძიება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მტკიცებულებები ჩვენი ვერსიის დასადასტურებლად,"- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

"ოქუაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც განაცხადა, რომ ბანკიდან ფულის გატანა ერთჯერადად მოხდა. ბანკიდან თანხა სამჯერ იყო გამოტანილი. ეს ყველაფერი სხვადასხვა დღეებში მოხდა და რომელ დღეს, სად ურეკავდა ფარცხალაძეს, არ ვიცი", - განაცხადა ადვოკატმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე