“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერები ლევან ყიფიანმა გაავრცელა,"- ნატო ჩხეიძე

12:45 10-04-2018
238

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას არ გამორიცხა, რომ აუდიოჩანაწერები ლევან ყიფიანმა თავად გაავრცელა.

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერები ლევან ყიფიანმა გაავრცელა, ჩვენი გავრცელებული ნამდვილად არ არის, ამას დაგიდასტურებთ, ზაზა ოქუაშვილი ლონდონშია და ლევან ყიფიანი აქ არის.”.

ლევან ყიფიანმა ჩვენება უკვე მისცა სასამართლოს და განაცხადა, რომ ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, მისი და ზაზა ოქუაშვილის ინსცენირებული იყო, რათა ამ უკანასკნელს უცხოელი პარტნიორებისთვის დაემტკიცებინა, რომ საქართველოში ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. თავის მხრივ, ზაზა ოქუაშვილმა კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი. 

,,ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, პრობლემები გამორიცხულია. ისინი ძალიან განიცდიან,საქმის კურსში არიან, განიცდიან თავიანთ ბიზნესს, ჩვენს ბიზნესს, ჩვენს პარტნიორობას.პრობლემები, რა თქმა უდნა, არ გვქონია. განაცხადა ოქუაშვილმა  ,,იბერიის" პირდაპირ ეთერში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე