ყველაზე სიმპათიურ, ქართველ ექიმად აღიარებული, დ. გაგუას სახელობის კლინიკის მენ-გინეკოლოგი, 30 წლის ირაკლი ვერულაშვილი დაქორწინდა.
ქორწილის ცერემონიის ფოტო, წყვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი რჩეული, ულამაზესი მარიამ ხაბეიშვილია, რომელიც ამავე სფეროში მუშაობს და კლონიკაინ ვიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. წყვილი, დიდი ხანია ერთად არის, თუმცა ურთიერთობა, 2 კვირის წინ ოფიციალურად დააკანონეს.
შეგახსენებთ რომ ირაკლი ვერულაშვილი, განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დ. გაგუას კლინიკის პიარ-მენეჯერმა, ექიმების ფოტოები, კლინიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა. ირაკლი, 2017 წლის გამოკითხვებში, ყველაზე სიმპათიური ექიმების ტოპ ხუთეულის პირველ-თანრიგოსანია. თბილისის 55 -ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. ორდინატურა, უკრაინის დედაქალაქ კიევში გააგრძელა, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა. გარდა ამისა, უკრაინაში სხვადასხვა კლინიკაში პრაქტიკები გაიარა. ამის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა და დ.გაგუას სახელობის კლინიკის ექიმ-გინეკოლოგი გახდა.
იხ. ფოტოკოლაჟი: