რიანას წონის პრობლემები არ აწუხებს? - "თუ გსურთ რომ ლამაზი "უკანალი" გქონდეთ შეეგუეთ იმ ფაქტს რომ"... (ვიდეორგოლი)

16:58 10-04-2018
600

გასულ წელს, 30 წლის მომღერალმა რიანამ, წონაში საგრძნობლად მოიმატა. ამბობენ, რომ ვარსკვლავმა,  წონაში 15 კილოგრამით მოიმატა. მაგრამ, წონის პრობლემას, ეპატაჟური მომღერლის კარიერაში, ხელი არ შეუშლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი გამოსვლა, გრემი-2018-ის ცერემონიაზე. 

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ჟურნალ Vogue-ის ინტერვიუში, განაცხადა, რომ ახლო მომავალში, დაგეგმილი აქვს, სპორტულ დარბაზს დაუბრუნდეს. წონის ცვლილებების მიუხედავად, მომღერალს არ სურს, მისი მომრგველებული თეძოების და რბილი მუცლის ფორმების შეცვლა.

სხეულის ისეთი ფორმები, როგორიც მე მაქვს, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუკი შენ გადაწყვიტავ, რომ ლამაზი უკანალი გქონდეს, მზად იყავი და შეეგუე იმ ფაქტს, რომ მუცელიც გექნება - ამბობს რიანა. 

ამ ეტაპზე რიანა, ბრწყინვალედ გამოიყურება. მომღერალმა ინსტაგრამზე, საკუთარი ბრენდის - Fenty Beauty-ის საღამოს ჩვენაბაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:: 

   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე