სალომე ჭაჭუამ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა: - “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-8 სეზონზე ვინ იქნება ჩემი მეწყვილე?"...

17:59 10-04-2018
1450

მომავალი კვირის, ორშაბათიდან, ტელეკომპანია იმედის ეთერში, ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონი დაიწყება. შოუში მონაწილეთა სია, რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი: დათო გომართელი, თამთა შედანია, ლალი მოროშკინა, მარიკა თხელიძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვები. 

რამდენიმე დღის წინ, ცეკვავენ ვარსკვლავების ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, სალომე ჭაჭუამ, სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი და პოსტი გამოაქვეყნა:

თქვენი აზრით, “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-8 სეზონზე, ვინ იქნება ჩემი მეწყვილე ან ვის ისურვებდით? - წერს სალომე ჭაჭუა.

შოუს მონაწილე, მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელიც დიდი ხანია, ეკრანზე აღარ გამოჩენილა, აშკარად ჩანს ვიდეორგოლში, რომ ბრწყინვალე ფორმაშია. მაყურებელი კი, მოუთმენლად ელის მის გამოჩენას საცეკვაო ასპარეზზე.  

იხ ვიდეორგოლი:



ავტორი: რუსა ღვანიძე