ნარკოტიკით ინტოქსიკაციის ფაქტი - 15 წლის მოზარდი ნაკოტიკის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად კლინიკაში გადაიყვანეს

12:25 10-05-2018
983

ქ. რუსთავში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებმა, 15 წლის მოზარდმა, ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების შედეგად, ინტოქსიკაცია მიიღო.

ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, მოზარდი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან, დიდი ოდენობით მარიხუანა მიიღო, რის შემდეგაც თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. 

პაციენტს, სამედიცინო დაწესებულებაში, ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს, საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: რუსა ღვანიძე