ბათუმში მომხდარი შემზარავი ავარიის ახალი დეტალები - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების ფოტოები

13:22 10-05-2018
1046

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

ajaratv-სინფორმაციით, ერთმანეთს, მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ახალგაზრდა ქალი, ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტს, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა. 

გარდაცვლილი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.  ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, კიდევ ორი მგზავრი დაშავდა. პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და ისინი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. 

ავარიის შეგეგად, მსუბუქ ავტომობილს, ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მგზავრების დახმარებით ჩააქრეს. დაზიანდა ასევე, 2 მსუბუქი ავტომობილი, სამარშრუტო ტაქსი და სამგზავრო ავტობუსი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან, ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე