თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა გახარიას თხოვნით მიმართავს

13:46 10-05-2018
443

თემქაზე მოკლული 20 წლის გოგონას, ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს.

როგორც მოკლულის მამა ამბობს, ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რაც მიუღებელია.

“გახარიას მინდა ვუთხრა, განიხილოს გრიგალაშვილის საქმე თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი სამართალდამცავ ორგანოში მუშაობა. რამდენად აქვს მას ამის მორალური უფლება. მინისტრს მივმართავ თხოვნით, სასწრაფოდ ეს საქმე განიხილოს. ლადო გრიგალაშვილი დამნაშავეა და ამას წყალი არ გაუვა. პირველივე დღიდან ვენდობი პროკურატურას, გამოძიებას. სიმართლე დადგენილია და უმაღლეს სასჯელს ვითხოვ, უვადოს ვითხოვ. კიდევ ერთხელ ვამბობ, 20 წელიც რომ მიუსაჯონ, უნდა ვიცოცხლო იმიტომ, რომ ის  მოვკლა“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში დანით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.