პოპულარული ქართული სიმღერა შატილის ასულო, პირველად, 1967 წელს ჩაიწერა. მას შემდეგ, კი მელოდიაც და ტექსტიც, თითქმის ყველა შესრულებისას იცვლებოდა.
mtisambebi-ის წყაროს ინფორმაციით, სტუდია „ქართველოს“ დამფუძნებელმა, ბეჟან წინწალაშვილმა, პირველი ჩანაწერიდან 44 წლის შემდეგ, „შატილის ასულოს“ პირველადი ვერსია, გააცოცხლა.
კლიპში მონაწილეობს, თავად ფატიმა წოტოიძეც, ტექსტის ავტორის, იოსებ ლონგიშვილის მეუღლე - ქალი, რომელსაც პოეტმა, ეს ლექსი მიუძღვნა.
შატილის ასულოს“ 1967 წლის ჩანაწერი, წლების წინ, რადიოში მოვისმინე. მელოდია, გონებაში ჩამრჩა და მას მერე, იმ ვერსიას ვეძებდი ინტერნეტში. ვერსად ვნახე“, - ბეჟან წინწალაშვილი იხსენებს, რომ ორი წლის წინ ახმეტაში გაიცნო თამარ ჯამარიშვილი, იოსებისა და ფატიმას შვილიშვილი.
მაშინ პირველად გავიგე, „შატილის ასულოს“ ადრესატი რეალური რომ იყო და ეს ქალბატონი, ჩემ თვალწინ იდგა - საოცარი იყო.“
თამარმა მოასმენინა ის ჩანაწერიც, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა „შატილის ასულოს“ პირვანდელი ვერსიის აღდგენის იდეა. „ზუსტად ის იყო, რადიოში რაც მოვისმინე. ავთენტური ნიშნები ჰქონდა, ხარისხზეც კი ეტყობოდა, რომ ძველ ფირფიტაზე იყო ჩაწერილი.
მსოფლიომ „შატილის ასულო“, ანსამბლ „ერისიონის“ შესრულებით გაიცნო, სიმღერის ტექსტის ავტორი რომ იოსებ ლონგიშვილი იყო, მე ისიც არ ვიცოდი“, - ოჯახს რომ საავტორო უფლების დასაცავად სასამართლოში ბრძოლა მოუწია, ბეჟანმა ესეც თამარისგან შეიტყო.
იდეის გაჩენიდან, ორი წლის შემდეგ, ბეჟანმა, თავისივე სტუდიის მოსწავლეებთან ერთად, სიმღერა ჩაწერა და კლიპი გადაიღო.
არ მინდოდა, პირველადი სახე შეგვებღალა. ვფიქრობ, ჩვენს ვერსიაში, ისეა შეზავებული ძველი ახალთან, რომ არც პირვანდელი სახე დარღვეულა და არც ძალიან თანამედროვე გამოსულა. რაც მთავარია, ფატიმა ბებოს ძალიან მოეწონა.“
ბეჟანი იხსენებს, რომ ფატიმასა და იოსების სიყვარულის ამბავმა, ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კლიპში, სწორედ ის კადრებია გამოყენებული, რომლებშიც ფატიმა წოტოიძე, ანსამბლის წევრებს „შატილის ასულოს“ ისტორიას უყვება.
შეგახსენებთ, რომ სტუდია ქართველოს“ დამფუძნებელმა, ბეჟან წინწალაშვილმა, პირველი ჩანაწერიდან 44 წლის შემდეგ, „შატილის ასულოს“ პირველადი ვერსია გააცოცხლა. კლიპში მონაწილეობს თავად ფატიმა წოტოიძეც, ტექსტის ავტორის, იოსებ ლონგიშვილის მეუღლე - ქალი, რომელსაც პოეტმა ეს ლექსი მიუძღვნა
თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 36 წლის თუში მეცხვარე, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ლექსი, რომელიც სატრფოს მიუძღვნა, წლების შემდეგ პოპულარულ ქართულ სიმღერად იქცეოდა, მას კი ავტორობის მტკიცება სასამართლოში მოუწევდა.
„მთიდან ჩამოვედი და ამხანაგები მეუბნებიან, შენზე ლექსია დაწერილიო. შატილის ასულოო, მაგრამო ფატიმა სწერია, შენ მოგიძღვნაო. მე კიდევ ვიცი რატომ, წინა წელსაც მითხოვა, იმის წინაც მითხოვა და მე უარი ვუთხარი. რაღაცით მაინც უნდა მოვეხიბლე. ისეთი ლამაზი სიტყვები იყო, მე თვითონ ვისწავლე, მუსიკა მასწავლებელმა დაგვიწერა და გუნდში გვამღერა. ეს ლექსი დამრჩა და მთელი სოფელი შატილის ასულს მეძახდა“.
„შატილის ასული“, ფატიმა წოტოიძე, მაშინ 20 წლის იყო, თუში მეცხვარე იოსებ ლონგიშვილი კი, მასზე 16 წლით უფროსი. გათხოვებაზე ორჯერ უარიც ამ მიზეზით უთქვამს, თან სწავლის გაგრძელებაც სურდა.
შატილის ასულოს“ ტექსტი დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა - თავდაპირველ ვერსიაში, 1960 წელს, პოეტს „შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა“ დაუწერია და არა „ლერწამო ტანისა“, როგორც ეს, დღეს არის გავრცელებული.
მომდევნო წლებში, ლექსის სათაურად, ავტორმა „ხადიშათ“ მიუთითა, პირველი სტროფი კი ასე ჟღერდა - „ჩეჩენთა ასულო, ლერწამო ხადიშათ“.
1995 წელს იოსებ ლონგიშვილის პოეტურ კრებულში კი, ლექსი „შატილის ასულოს“ სახელით შევიდა, თუმცა პირველ სტრიქონში, ფატიმას ნაცვლად, კვლავ ხადიშათ წერია. - მაგ სახელის გოგოსაც ხომ არ ეტრფოდა? - ხუმრობით ვკითხეთ ფატიმა ბებოს.
იოსებ ლონგიშვილს ეკუთვნის, კიდევ ერთი ცნობილი სიმღერის ტექსტი, „რა კარგი იყო თუშეთი“, რომელსაც დღეს ხალხი „რა ლამაზია თუშეთის“ სახელით უფრო იცნობს. მეუღლე ამბობს, რომ ეს ლექსი, ლაშარობიდან ჩამოსვლის შემდეგ დაწერა და სოფელ ჩიღოს მიუძღვნა.
75 წლის ფატიმას, ქმრის ჰიტებად ქცეულ ლექსებზე მეტად, მაინც ის ლექსი უყვარს, რომლითაც მისი და იოსების სიყვარულის ისტორია დაიწყო. სატრფოსთვის მიძღვნილი პირველი ლექსი, იოსებს ალაზნისთავში, ფატიმასთან შეხვედრის შემდეგ დაუწერია.
იქ დარჩა ტიალი გული, სადაც ალაზნისთავია, სხვამ არ წამართვას ლამაზი, მთებო, გეჭიროთ თვალია...“
მომეწონა, იგრე მომეწონა ეგ სიტყვები. მთაში კაცო, მთებს ავალებს, რომ სხვამ არ წამართვას ლამაზი ქალიო. იქიდან დაიწყო...
მინდა რომ იმღერონ. გთხოვთ, ვინც კარგი მღერა იცის, იმღეროს რა. სანამ მოვკვდები, მანამ იმღერონ“.
იხ. ვიდეორგოლები: