ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს, ბრედ პიტს, სასიყვარულო რომანი აქვს, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორთან, ებრაელ არქიტექტორთან, ჰერი ოქსმანთან.
რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობი დიზაინერთან, სენ ჰარისთან ერთად, საქველმოქმედო საღამოზე დააფიქსირეს.
როგორც ჩანს, განქორწინების რთულ და დიდ ხანს გაწელილ სასამართლო პროცესს, ბრედის პირად ცხოვრებაში, ხელი არ შეუშლია - ანჯელინასთან დიდხნიანი ჩხუბის და სკანდალების შემდეგ,Red Hot Chili Peppers-ის შოუზე, გასართობად მისული ვარსკვლავი, სენთან ერთად დააფიქსირეს.
ლოს-ანჟელესში გამართულ, საქველმოქმედო საღამოზე, მსახიობმა, სენ ჰარისთან ერთად მისვლა გადაწყვიტა.
მართალია შოუ, წყვილმა ერთად დატოვა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მათ შორის ახალი სასიყვარულო რომანია დაწყებული, თუ უბრალოდ მეგობრები არიან.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მარტოხელა ვარსკვლავი, ჯერ ისევ ოფიციალურ ქორწინებაშია.
იხ. ფოტოები: