რა გახდა კირა ნაიტლის ფსიქოთერაპევტთან მკურნალობის რეალური მიზეზი - "ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ჩემს ფსიქიკაზე ზეწოლა მოეხდინათ"

17:28 10-05-2018
486

ინგლისელი კინოს და ტელევიზიის მსახიობი, ოქროს გლობუსის, BAFT A-სა და ოსკარის ნომინანტი, კირა ნაითტლი, მსოფლიო კონოს ისტორიაში, დღემდე დიდი რეპუტაციით სარგებლობს.

რამდენიმე ხნის წინ, მსახიობმა, ამერიკული გამოცემა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 20 წლის ასაკში, გადაწყვეტილება მიიღო, რომ კინოში გადაღებებზე უარი ეთქვა, ხოლო 22 წლის მსახიობს, უკვე ფსიკური აშლილობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. როს გამოც მან ფსიქოლოგთან, მკურნალობის კურსები გაიარა.  

ცნობილი ვარსკვლავების ფოტოებზე, იმ პერიოდში დიდძალ თანხას იხდიდნენ. ერთის მხრივ, საზოგადოების ერთ ნაწილს, მოსწონდა სექსუალური იმიჯი, ხლო მეორე ცდილობდა, ჩემი წარმატებების და ბრწყინვალე გარეგნობის გამო, დავესაჯე. თუკი შენ, თუნდაც მცირე შეცდომას დაუშვებდი, პუბლიკის მხრიდან გაკიცხვის ობიექტი ხდებოდი. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემს ფსიქიკაზე ზეწოლა მოეხდინათ. მე ძალიან განვიცდიდი და ამ ყველაფერმა, ჩემზე დიდად იმოქმედა. ყველა ჩემი სახლიდან გასვლა, ნერვიულობის და სკანდალების ფონზე ხდებოდა - იხსენებს კირა.  

მას შემდეგ, რაც კირამ მონაწილეობა მიიღო ფილმში კარიბის ზღვის მეკობრეები, პაპარაცები, გამუდმებით უთვალთვალებდნენ და მის პირად ცხოვრებაში ერეოდნენ.

ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ამდაგვარი პანიკური შემოტევებისთვის გამეძლო. მაგრამ, 22 წლის ასაკში, როცა ნერვიული შეტევები დამეწყო, გადაღებებს თავი დავანებე და დავიწყე ფსიქოთერაპევთან კლინიკაში მკურნალობა. დამიდგინეს პოსტტრამვული მწვავე სტრესული აშლილობის დიაგნოზი. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ჩემმა თერაპევტმა განმიცხადა: - რა საოცარია, ჩემთან მოდიან მხოლოდ ისეთი პაციენტები, რომლებსაც პარანოიები და აკვიატებული აზრები აქვთ, სულ ეჩვენებათ, რომ მას დასდევენ, არადა ეს სიმართლეს არ შეესაბამება - ყველაფერი ტყუილია ხოლმე. თქვენ პირველი ხართ, ვისაც რეალურად უთვალთვალებენ და კუდში დასდევენ - ამბობს ნაიტლი.

იხ. ფოტოკოლაჟი:  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე