ფონდ "იავანანს" ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს გამოკითხვასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა.
ვასილენკოს სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ, 8 ოქტომბერს გამოკითხავენ.
ანჟელა ვასილენკო 4 ოქტომბერს სასამართლოში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა მან საქართველო დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. პროკურატურას აინტერესებს რატომ დახარჯა ფონდმა ბურჭულაძის ცოლის მგზავრობაზე თანხა. თავად პაატა ბურჭულაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფონდ "იავნანადან" თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება გასული წლის 20 სექტემბერს დაიწყო.