,,გირჩის" მთავარი მიზანი მეორე ტურში გადასვლაა- ზურაბ ჯაფარიძე

18:58 10-07-2018
50

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდა. ინფორმაციას ,,ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

შეხვედრაზე მან ქვეყნის განვითარების შეფერხების მიზეზები განმარტა. ზურაბ ჯაფარიძის აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა და არ იცის გზა როგორ განავითაროს ქვეყანა. 

განცდა, რომ ქვეყანა არის გაჩერებული, მოდის იქიდან, რომ ხელისუფლებამ არ იცის რა უნდა, არ აქვს ხედვა და არ იცის რა გზით უნდა წავიდეს. საკმარისია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დავალებები კარგად შეასრულოს და თვლიან, რომ ამით განვითარდება ქვეყანა,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც ზურა ჯაფარიძე აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნებში გირჩის მთავარი მიზანი მეორე ტურში გადასვლაა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.