კახა კუკავა - ყურძნის სუბსიდირების პროგრამის გაუქმება გლეხის პრობლემების წინაშე მიტოვებას ნიშნავს

19:25 10-07-2018
66

,,სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის სუბსიდირების პროგრამის გაუქმება ისედაც მძიმე სოციალურ გაჭირვებაში მყოფი გლეხის პრობლემების წინაშე მიტოვებას ნიშნავს, - განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მევენახეებთან შეხვედრისას.

კახა კუკავამ ადგილობრივებს საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების სუბსიდირებას, პროდუქტზე ფასების რეგულირებას და გასაღების ბაზრების მოძიებას. ,,თეთრი ყურძნის ფასი წელს 70 თეთრია, რაც ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია”,- აღნიშნა კუკავამ.

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი