ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტის ცოლი დახმარებას ითხოვს

20:25 10-07-2018
124

ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტის მენ ჰუნვეის ცოლი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ის დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი საფრთხეშია. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. 

მეუღლის განმარტებით ამას ის შეტყობინება მოწმობს, რომელიც ოჯახმა ჰუნვეისგან სექტემბრის ბოლოს მიიღო.

ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მენ ჰუნვეის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. 

მენ ჰუნვეი ჩინეთში ჩაფრენისთანავე დაკითხვაზე გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად სად იმყოფება ინტერპოლის პრეზიდენტი და რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც Le Parisien-ი წერს, მაღალჩინოსანი კორუფციულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.

მენ ჰუნვეი ჩინეთის მოქალაქეა. 2016 წელს ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ის ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო.