„ინტერპოლის“ დირექტორის მეუღლე დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს. გრეის მენმასპეციალური მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მეუღლესთან კონტაქტი ბოლოს ერთი კვირის წინ ჰქონდა. ინტერპოლის დირექტორის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება ლიონის პროკურატურამ დაიწყო.
გრეის მენის თქმით, მეუღლემ მას დანის სურათი გაუგზავნა, რაც მისი ვარაუდით ნიშნავს, რომ ინტერპოლის დირექტორი საფრთხეშია.
მენ ხუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ჩინური მედია წერს, რომ ინტერპოლის დირექტორის წინააღმდეგ ჩინეთში გამოძიება დაიწყო. თუმცა ხუნვეის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
შეგახსენებთ, 6 ოქტომბერს „ინტერპოლმა“ ოფიციალურად მიმართა ჩინეთის მთავრობას და ორგანიზაციის დირექტორის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.