ირაკლი კობახიძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე - "კომიკურ სახეს იძენს ეს ყველაფერი"

13:02 10-08-2018
68

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმე კომიკურ სახეს იძენს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობს ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე, რომ აპირებს, ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლოში უჩივლოს, კობახიძე ამბობს, რომ ქეისი უკვე იმდენად კომიკურია, პასუხის გაცემასაც არ აქვს აზრი:

"არ ვიცი, რამდენად სწორია, ამ კომიკურ ქეისზე ზოგადად პასუხების გაცემა, საზოგადოება თავად ხედავს, რამდენად კომიკურ სახეს იძენს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. როდესაც კიდევ ხდება რაღაც ახალი, ე.წ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მუდმივად გვეუბნებიან, რომ ეს არის ყველაზე მძიმე ჩანაწერი, ყველაზე რთული ჩანაწერი, ამ დროს არაფერი არ ხდება. აქედან გამომდინარე, ასეთ კითხვებზე ჩვენ სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ" - განმარტა კობახიძემ.

ავტორი: