ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, რომელიც ტრანსგენდერთა საერთაშორისო სილამაზის კონკურსში გეგმავს მონაწილეობას, რომელიც ოქტომბერში ბარსელონაში იმართება, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბარში საუბრობს მამაკაცზე, რომელმაც მისი თქმით, მისი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა- შეცვალა მისი სტილი და შეხედულებები.
კესარიას თქმით, მისი რჩეული კონკურსში მონაწილეობის შესახებ მის გადაწყვეტილებასაც არ შეხვედრია დადებითად, თუმცა წინააღმდეგობაც არ გაუწევია.
„თავიდან არც კი მომისმინა, არც ახლა უთქვამს თანხმობა, მაგრამ წინააღმდეგობაც აღარ გაუწევია. შეიძლება ფიქრობს, რომ კონკურსის მერე შევიცვლები. უფრო მეტი შემოთავაზებები წამოვა, მოგზაურობა. მას არ უყვარს, როცა ვტოვებ ქალაქს, ქვეყანას, უნდა, როომ სულ მის გვერდით ვიყო. თუ სადმე წავალ, უნდა იცოდეს, რომ მასთან ახლოს ვარ. 5 წუთი რომ დაუგვიანო ესემესი, შეიძლება გაგიჟდეს. უცებ ვრთავ კამერას, ვუგდებ ჩემს ლოკაციას და მშვიდდება. რთული ტიპია, მაგრამ მარტივი ტიპები არასოდეს მომწონდა. იმდენად გიჟი და გადარეული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში საჭირო იყო კაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებას აბსოლუტურად შეცვლიდა. ადრე უფრო მეტს ვკამათობდით, ახლა ერთმანეთი შევისწავლეთ და ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია. შეხედულებები, სტილი, ყველაფერი შემიცვალა, სოციალურ ქსელში ფოტოებიც. არ არის ადვილი, როცა ცნობილი სახე გყავს გვერდით და ეს სულ არის განხილვის თემა. ადრე უფრო მოჭიმული იყო და ახლა მოეშვა. კონკურსის შემდეგ, ეს ყველაფერი მსოფლიო მასშტაბში რომ გადავა, არ ვიცი როგორ იქნება- აცხადებს კესარია აბრამიძე.