"ომეგა ჯგუფის" საქმეზე „ბმვ“ ცენტრის დირექტორის მოადგილეს კითხავენ

13:54 10-08-2018
99

თბილისის პროკურატურაში ომეგა ჯგუფის საქმეზე დღეს კიდევ ორ მოწმეს გამოკითხავენ.

ამ წუთებში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კიდევ ერთი კომპანიის „ბმვ“ ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილს კითხავენ.

ეს მოვლენები ძირითადად განვითარდა თიბისი ბანკში. ყველაფერს ვესწრებოდი, ზარები ვიცი რომ იყო, თუმცა ვისთან, ეს არ ვიცი. ბანკში ვიყავი თანამშრომლებთან ერთად. მანქანაში იდო იარაღი. პერიმეტრზე იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები. მე ვიცოდი, რომ ეს ფული მიდიოდა ჩვენი მშენებლობებისთვის. მე ასე ვიცოდი ბოლომდე, მაგრამ გარეთ რომ გავედი, სიტუაცია სხვანაირი იყო. იარაღს როცა დაინახავ, უკვე დემონსტრირებაა, რომ შეგეშინდეს. მანქანის მარკა არ მახსოვს, მაგრამ იყო ჯიპი. ვერ გეტყვით, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია ყიფიანს, მაგრამ ხშირად რეკავდა“, – განაცხადა ხაჩიშვილმა საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე.

ომეგას ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დღეს კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხება.

ფაქტობრივად ექვსი მოწმე იქნება გამოკითხული, რომლებიც პირდაპირ დაადასტურებენ იმ უკანონობას, რაც ხორციელდებოდა „ომეგა ჯგუფზე“ და ტელეკომპანია „იბერიაზე“- განაცხადა ფანცულაიამ.

მედიაში გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დაიწყო. გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურაში აუდიოჩანაწერებზე დანიშნული იყო ექსპერტიზები ყველა იმ პირის დადგენის მიზნით, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ. 2018 წლის 4 ოქტომბერს კი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური და მონტაჟის კვალი.

 

ავტორი: