როგორ გადაარჩინა ქმარმა სიკვდილს "როკ-ენ-როლის დედოფალი" ტინა ტერნერი

14:59 10-08-2018
746

ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, ტინა ტერნერი, რომლის კარიერა, 50 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე, არაერთხელ იქნა წოდებული, როკ-ენ-როლის დედოფლად“.

ჟურნალ hellomagazine-ს ინფორმაციით, 2016 წელს, მომღერალი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კლინიკაში მოათავსეს. მას, თირმლის კიბო დაუდგინეს. ტერნერმა, ყველანაირ მკურნალობაზე უარი განაცხადა და ამის გამო, ერთი წლის შემდეგ, მისი მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. მომღერალს, სასწრაფოდ დასჭირდა, თირკლის გადანერგვა. თირკმლის დონორის მოძიება, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ, მისმა მეუღლემ ერვინ ბახმა, განაცხადა, რომ თვითონ გაიღებს მსხერპლს და საკუთარ თირკმელს გადაუნერგავს.  

ტერნერი ამბობს, რომ მისმა ამგვარმა გადაწყვეტილებამ, მომღერალი შოკში ჩააგდო. ეს ყველაფერი ტინასთან მოლაპარაკების გარეშე გადაწყდა. ოპერაცია, 2017 წლის აპრილში ჩარტარდა, რაც წარმატებით დასრულდა. 

მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხანია უკვე, რაც ერთად ვართ, ჭორები, იმის შესახებ, რომ მან, ფულის და სახელის გამო მომიყვანა, ჯერ კიდევ არ ცხრებოდა. ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, სხვა რა უნდა მონდომებოდა, მასზე გაცილებით უფროს ქალთან. - ამბობს ტერნერი. 

შეგახსენენბთ, რომ ტინამ და ერვენმა, 2013 წელს იქორწინეს, როცა ტინა 74 წლის იყო, ხოლო ერვინი - 58 -ის. ცნობილია, რომ ქოწინებამდე, წყვილს, 27 წლიანი ურთიერთობა ჰქონდათ. 

იხ. ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე