ადვოკატი და მუსიკოსი მიხეილ რამიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ გულახდილ ბლიც-ინტერვიუში სასაცილო ისტორიას იხსენებს:
„ერთხელ ახალგაზრდობაში კანაფი გავსინჯე, მაშინ მოდაში ოყო, თუმცა არანაირი სიამოვნება არ მიმიღია. ჩემი სიამოვნება იყო და არის ქეიფი, კარგი გარემო, სიმღერა და დალევა. რაც შეეხება მეორე ნარკოტიკულ ნივთიერებას, შემიძლია გითხრათ: ძალიან ბევრი მაქვს გასინჯული, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მეტი შეხება არ მქონია. ბევრი ორგანო მაქვს დაზიანებული, სამჯერ მაქვს გადატანილი კლინიკური სიკვდილი; ცალი თირკმელი მე არ მაქვს, ცალი ფილტვი მე არ მაქვს და ერთხელ ჩემს მეუღლეს კითხეს: შენს ქმარს ორი რამე დარჩაო და ჩემმა ცოლმა უპასუხა: კი, ყ...ბიო, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.