მე და ჩემი კოლეგები თურმე ვართ ფაშისტები, ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა - ეკა გიგაური

17:44 10-08-2018
76

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ როდესაც გაიგო პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგის შესახებ, ვერ წარმოედგინა, თუ თემა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტი იქნებოდა.

როგორც ეკა გიგაურმა TV პირველის ეთერში, „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა, ვარაუდობდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს გამოეხმაურებოდა, თუმცა შეცდა.

ბოლო დროს ისეთ განცადებებს ვისმენთ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ძალიან რთულია სერიოზულად უპასუხო ამ ყველაფერს. მე როდესაც გავიგე, რომ მას ჰქონდა ბრიფინგი, მეგონა, რომ იმაზე ისაუბრებდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში; შაბათსაც გავრცელდა დამატებით ჩანაწერები და აქ ჩვენ სავარაუდოდ სერიოზულ კორუფციულ ფაქტებთან გვაქვს საქმე. მე ვიფიქრე, რომ ის გამოვიდოდა და იტყოდა, რომ მისთვის ეს ყველაფერი არის მიუღებელი და გამოძიება დაადგენს ამ ყველაფერს და ვინც იქნება ჩართული, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება; აღმოჩნდა, რომ ეს ბრიფინგი იყო სრულიად სხვა რამეზე - იმაზე, რომ მე და ჩემი კოლეგები თურმე ვართ ფაშისტები, ძალიან რთული არის ახლა ამაზე პასუხის გაცემა, მე მგონია, რომ ეს განცხადება მიმართული იყო იმისკენ, რომ მთელი ეს კრიზისული სიტუაციები, რომლებსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ბოლო პერიოდის განმახლობაში, გადაიფაროს და მთელი საზოგადოება ჩაერთოს იმაზე დისკუსიაში, არის თუ არა გიგაური ფაშისტი; მე მგონი ეს არ არის სერიოზული ამბავი, მე მგონია, რომ როდესაც ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ალბათ ღირებულებითი კრიზისი არის მათ მხარეს; ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი დავასახელეთ ფარცხალაძე და მისი ჩართულობა რაღაც საქმეებში, პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული ყველა იწყებს ამ ადამიანის დაცვას და ეს არ არის ნორმალური, იმიტომ რომ აქ სერიოზულ მტკიცებულებებზეა საუბარი და პროკურატურამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და რაც არ უნდა გვლანძღოს პარლამენტის თავმჯდომარემ თუ სხვამ, ჩვენ ვიტყვით, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინ არ უნდა იყოს, ამას ვამბობდით ადრეც და ამას ვამბობთ ახლაც; ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე და სხვებიც გვაკრიტიკებდნენ, იყო სასამართლოს საკითხი და მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ კი, მურუსიძის და ჩინჩლაძის ადგილი სასამართლოში არ არის, ადრეც ასე ვფიქრობდით 2012 წლამდე და ახლაც ასე ვფიქრობთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით გამართა, რომელსაც ფაშისტი უწოდა იმ განცხადების გამო, რომ სალომე ზურაბიშვილის ყველა მომხრე უნდა შევიწროვდეს.