თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო გამოიკითხა.
ვასილენკოს განცხადებით, გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„ბევრი კითხვა დამისვეს. ბუნებრივია, ფონდის შესახებ. გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე. ფონდში 14 წელი ვმუშაობდი, მხოლოდ ორი წელი ვიღებდი ხელფასს. ვიყავი დამხმარე და ვეწეოდი სამხატვრო ხელმძღვანელობის ნაწილს. მქონდა მოლაპარაკებები ადამიანებთან, რომლებიც აქ უნდა ჩამოსულიყვნენ და ჰქონოდათ კონცერტები. მაქვს იმედი, რომ სიმართლე გაირკვევა.
14 წელს თუ გავყოფთ ფრენის რაოდენობაზე, მიხვდებით, რომ ასე არაა. ეს ფული იყო პირადი და არა ფონდიდან. მაია პლისეცკაია, მონსერატ კაბალიე, ეს ხალხი აღარაა, ქართველებმა ფონდის მეშვეობით ნახეს.
შავი პიარით არიან დაკავებულები. ყველას გახსოვთ კონცერტები, ადამიანები ვისაც ვეხმარებოდით, ეს გაჩერდა შავი პიარის გამო. მე არ ვიტყვი ვის უშლის პაატა ხელს, ვის უშლის ხელს მისი ავტორიტეტი“,- განაცხადა ანგელა ვასილენკომ.
როგორც იცით, ვასილენკო სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა რუსეთში გამგზავრების გამო, გამოკითხვა გადაიდო.
მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.