,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი და პარლამენტის დეპუტატი, ნატო ჩხეიძე ,,იბერიის" პირდაპირ ეთერში ფინანსთა მინისტრზე საუბრობს. მისი თქმით, ივანე მაჭავარიანი თანამდებობისთვის შეუფერებელია.
,,ალბათ ამიტომაც საუბრობს არა იმ სტატუსიდან გამომდინარე რომელიც აქვს, არამედ ორღობეში რომ ერთმანეთს შეხვდებიან მეზობლები და რაღაცა გაგონილ ამბავს მოუყვებიან ,,იმისმა ცოლმა ასე თქვა" ,,მერე აქ მოვიდნენ, ვერ გავიგე რა თქვეს- მერე წავიდნენ"- ძალიან გაუგებრად საუბრობს"- ამბობს ნატო ჩხეიძე.
ასევე ის საუბრობს ,,ომეგას" განცხადებებზე, რომელიც მათ ჰქონდათ გაგზავნილი ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ლიდერებისთვის, თუმცა მისივე თქმით, პასუხი არ მოსვლიათ.
,,იქ ნათლად ეწერა, რა გრაფიკით აპირებდა ომეგა ჯგუფი იმ დავალიანების გადახდას რასაც ისინი ითხოვნდნენ.
ფინანსთა სამინისტროსგან არც 2017 წელს გაგზავნილ რესტრუქტურიზაციაზე და არც 2018 წლის აგვისტოში გაგზავნილ განცხადებაზე ,თუ როგორ უნდა გადახდილიყო კაპიკ-კაპიკ ეს მილიონები, პასუხი არ არის მოსული"- განაცხადა ნატო ჩხეიძემ ვახო ხუზმიაშვილის ,,თავისუფალ სივრცეში"