უმცროსი ჯორჯ ბუშის ქალიშვილი დაქორწინდა (ფოტოები)

21:39 10-08-2018
484

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის შვილი დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ.

36 წლის ბარბარა ბუშის რჩეული 37 წლის მსახიობი და სცენარისტი კრეიგ კოენი გახდა. მათ ქორწილი 7 ოქტომბერს გადაიხადეს.

საკურთხეველთან ბარბარა მამამ მიიყვანა. ცერემონიალზე პატარძალს ძვირადღირებული სამაჯური ეკეთა, რომელიც მისმა ბაბუამ, უფროსმა ჯორჯ ბუშმა მეუღლეს, ბარბარა ბუშს ქორწინების 70-ე წლისთავზე აჩუქა.

ახლად დაქორწინებული წყვილი ნიუ იორკში იცხოვრებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე