მსოფლიოს 23-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერში 58 წუთში ორ სეტში დაამარცხა კანადელი თინეიჯერი, დენის შაპოვალოვი – 6:2, 6:2.
შანხაის მასტერსის მეორე წრეში ბასილაშვილი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელიც პირველ რაუნდში ისვენებდა.
როგორც იცით, ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ პეკინის ღია პირველობა მოიგო, სადაც ფინალში ხუან მარტინ დელ პორტო დაამარცხა.