აშშ=ის ექს-პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ქალიშვილის "საიდუმლო ქორწილის" ფოტოკოლაჟი - "მოხარული ვართ რომ კრეიგი ჩვენი ოჯახის ახალი წევრია"

13:43 10-09-2018
638

ამერიკის ექს-პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში-უმცროსის ქალიშვილმა, რამდენიმე დღის წინ, საიდუმლოდ იქორწინა.

36 წლის ბარბარა ბუშის რჩეული, 37 წლის სცენარისტი და მწერალი კრეიგ ლუის კოინია. საიდუმლო ქორწილის ცერემონია, კენებანკპორტში, ბუშების საზაფხულო სახლის ეზოში გაიმართა.

ჯორჯ ბუშმა და მისმა მეუღლემ, ლორამ, ინსტაგრამზე, ცერემონიის ექსკლუზიური ფოტოკოლაჟი და მისალოცი პოსტი გამოაქვეყნეს:

ბარბარა, ძლიერი და უნიკალური ქალია და მან გაამართლა ჩვენი მოლოდინი. მე და ლორა ვამაყობთ ჩვენი კეთილი, ძლიერი, ინტელიგენტი და მოსიყვარულე ქალიშვილით და მოხარული ვართ, რომ კრეიგი, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

ჟურნალ People-ის ინფორმაციით, ბარბარა, Vera Wang-ის ბრენდის საქორწილო კაბაში პოზირებდა, რომელსაც ხელზე, მისი ბებიის სამაჯური ამშვენებდა. ხელისმომკიდე, მისი ნახევარდა, ჯენა ბუშ-ჰეიგერი იყო. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

      

ავტორი: რუსა ღვანიძე