ინტერპოლის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

16:55 10-09-2018
570

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში საერთაშორისო საგამოძიებო ბიურო ინტერპოლის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა Znak.com-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ძალოვანმა თავი მოიკლა. 

პოლიციის ცნობით, დაღუპულმა არ დატოვა წერილი და ასევე უცნობია სუიციდის მიზეზიც. რუსული გამოცემის ინფორმაციით, საქმეზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ინტერპოლი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში აქტიურად ექცევა. როგორც იცით, 29სექტემბერს დაიკარგა ინტერპოლის პრეზიდენტი, რომლის შესახებაც 3 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერაა დაპატიმრებული. მან ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა.