ნიკოლ კიდმანი მაკიაჟის გარეშე ფოტოს აქვეყნებს - ნამდვილი "ქალთევზას" სილამაზის საიდუმლო

17:52 10-09-2018
1353

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 51 წლის ნიკოლ კიდმანი, ცნობილია, რომ ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია. მსახიობის ყველა ახალი ფოტოსესია, სახოგადოებისთვის, მუდამ დიდ სიურპრიზს წარმოადგენს. გუშინ, ვარსკვლავმა, სოციალურ ქსელში, ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლი, მაკიაჟის გერეშე პოზირებს. ფოტომ, ორ მილიონამდე მოწონება დაიმსახურა. 

ფოტო მექსიკაში, საკურორტო ქალაქ კაბო-სან-ლუკასშია გადაღებული. მისი ხვეული თმა, წყნარი ოკეანის ნიავის ფონზე, რომანტიკულ ელფერს ქმნის. სოციალური ქსელის მომხმარებლები, კომენტარებში წერენ, რომ ვარსკვლავი, ნამდვილ ქალთევზას ჰგავს. საზოგადოების დიდი ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მსახიობი, მაკიაჟის გარეშე, მეტად ახალგაზრდად და ლამაზად გამოიყურება. 

ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში! - წერენ სოციალურ ქსელში. 

მისი სახის კანის ბრწყინვალებამ და მარმარილოს ელფერმა, სრულიად პუბლიკა, შოკში ჩააგდო. კიდმანის ინფორმაციით, მსახიობი, ბავშვობიდან ცდილობს, რომ მზის დამცავი 50%-იანი საცხის გარეშე, არასოდეს არ გავიდეს მზეზე. მას, ახლო ნათესავების მხრიდან, გენეტიკაში აქვს, მელანომას(კანის სიმსივნე) დაავადება, რის გამოც, ამ საკითხს ვარსკვლავი, საკმაოდ სერიოზულად უდგება. 

იხ ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე