გიორგი გახარია თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამას დღეს შეხვდება

10:48 10-10-2018
185

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია პრაიმტაიმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. შეხვედრა  13:00 საათზე გაიმართება. 

ანა ნაცვლიშვილის მამამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრის თხოვნით თავად მიმართა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შსს-დან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მინისტრი მასთან შესახვედრად მზად არის.