სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის დღეს დაგეგმილი ბრიფინგი გადაიდო.
ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ადვოკატი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს და 2-3 დღეში მას პროკურატურაში შეიტანენ.
ლევან ყიფიანი გამომძიებლებმა ე.წ. „ომეგას საქმესთან“ დაკავშირებით გამოკითხვაზე ხელმეორედ გუშინ დაიბარეს. სწორედ თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ დააანონსა ლევან ყიფიანმა ბრიფინგი. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურას ლევან ყიფიანთან შეკითხვები ძირითადად ახალ გარემოებებზე ჰქონდა.