"ზაზა ოქუაშვილი ჩანაწერს გამოაგდებს 14-15 ოქტომბრის მერე... - ირაკლი ოქრუაშვილი

12:00 10-10-2018
124

ოქუაშვილი არის ერთი ჩვეულებრივი მავრი, რომელმაც თავის საქმეები გააკეთა და კიდევ გააკეთებს ივანიშვილის ჩანაწერს, რომ გამოაგდებს- ასე ეხმაურება "ომეგას" საქმეს და სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ირაკლი ოქრუაშვილი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ჩანაწერს გაავრცელებს და ოქრუაშვილის ვარაუდით, ეს ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდება:

"ოქუაშვილი არანაირი გმირი არ არის, როგორც ის სააკაშვილმა გამოაცხადა. ოქუაშვილი არის ერთი ჩვეულებრივი მავრი, რომელმაც თავის საქმეები გააკეთა და კიდევ გააკეთებს ივანიშვილის ჩანაწერს, რომ გამოაგდებს... დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ამ ჩანაწერს გამოაგდებს სადღაც 14-15 ოქტომბრის მერე, ივანიშვილსაც მშვენივრად ეცოდინება და ამით თავის გასაკეთებლ საქმეს გააკეთებს... საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს,  მეფე რომ შიშველია ამ საქმეს ემსახურება ეს ადამიანი და მოდით დავუფასოთ, მთლად უმადურები ნუ ვიქნებით, მაგრამ არანაირი გმირი ის არ არის." განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა "რეაქციაში"