რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანში და პარიზში, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მოდის კვირეული გაიმართა. მართალია, გაზაფხულის დადგომამდე, ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ჩვენებაზე, წარმოდგენილი ახალი კოლექციის ნახვის შემდეგ, წინასწარ გვეცოდინება, თუ რა სტილის სამოსი უნდა შევიძინოთ - ოქროსფერი, ჟაბო და ვარდისფერი, რომელიც ყველაზე აქტუალური იქნება.
ჩვენებაზე მოდელები, ვარდისფერი ატლასის კაბებით, ხელით ნაქსოვი ნაწარმის, გიგანტური Jacquemus ბრენდის შლიაპებით, Michael Kors Collection და Rodarte-ს ბრენდის სამოსში პოზირებდნენ.
ცნობილია, რომ ოქროსფერი, საკმაოდ აქტუალური იქნება მომავალ სეზონზე. ჯონათან ანდერსონმა, მარკ ჯეიკობმა და ალესანდრო მიკელემ - Gucci-ის კოლექცია წარმოადგინეს, ხოლო ენტონი ბაკარელომ - Saint Laurent და ედი სლიმანმა - Celine.
ჩვენებაზე, ასევე აქტუალური იყო ჩანთების ახალი კოლექცია, კაბის ფერებში.
Self-Portrait-ის ბრენდის ჩანთები, თეთრი ფერის ყვავილებით მოხატული კაბა - ყვითელი ფერის, თეთრ ყვავილებიან ჩანთასთან ერთად, Versace-ს ყაყაჩოსფერი კაბა - ამავე ფერის ჩანთასთან ერთად.
Calvin Klein-ის ბრენდმა, ბახრომის მინი-ქვედაბოლოები და მოკლე შარვლების კოლექცია წარადგინეს. ყველაზე ანიმაციურ ტოტალ-ლუქად, ლეოპარდის პრინტი ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფერს, როცა მოდაში არ არის, ბევრი თაყვანისმცემელი მაინც ჰყავს. არადა ყველას არ მოსწონს და ვფიქრობთ, რომ ბირჯილ ალბო და დემნა გვასალია, მათ მხარს დაუჭერენ.
წლის მთავარი ფერი, ყვითელი იქნება - Kleingen-z yellow-მ უნდა შეცვალოს, millennial pink-ის ფერები.
ჩვენებაზე ერთ-ერთ მთავარ აქცენტი, ჟილეტების კოლექციას დაეთმო - Proenza Schouler-ის ბრენდმა, ჩვენებაზე, ტყავის ჟილეტების კოლექცია წარადგინა.
სუპერმოდელმა კაია ბერგერმა, ჩვენებაზე Saint Laurent-ის ბრენდის, საყელოზე მოვლებული ბაფთიანი(მარმაში) და მაქმანიანი პერაგით პოზირებდა.
გოფრე - ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოდური ლუქი, რომელიც Burberry-მა და Calvin Klein-ის ბრენდმა წარადგინა, ასევე Luar-ის ავანგარდულმა მოდელებმა.
2019 წლის მოდის ინდუსტრიაში, ახალი რომანტიზმის შესახებ, დიზაინერები, დიდი ხანია საუბრობენ. მათ შექმნეს ახალი ლუქი - ხელში ეპოქის მთავარი სიმბოლო - ვარდი უჭირავთ. სუპერმოდელები Marc Jacobs, Koché, Ann Demeulemeester და Sacai-ი პოდიუმზე, ქსოვილისგან დამზადებული, ხელოვნური ვარდით ხელში პოზირებდნენ.
Matthew Adams Dolan, Off-White და Prabal Gurung, გაზაფზული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, ნეონისფერ და ლაიმისფერ სამოსში პოზირებდნენ.
პოდიუმზე, Versace-ს ბრენდამა ასევე, გამჭირვალე ჩანთების, ახალი კოლექცია წარადგინა.
იხ. ფოტოკოლაჟი: