"თრილერი" - რას ყვება ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეზე და "სარდაფის ეპიზოდზე"

16:29 10-10-2018
1631

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი უარყოფს, რომ მას ყოფილ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან როდესმე კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა.

ამასან დაკავშირებით, ლევან ყიფიანმა გუშინ, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ისაუბრა, რომლის სრული ტექსტიც  პროკურატურამ გაასაჯაროვა.

"რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა, ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

სპორტის ყოფილი მინისტრის თქმით, სწორედ ოთარ ფარცხალაძეს ესაუბრებოდა "თიბისი ბანკში" ყოფნისას. 

"როგორც აღვნიშნე, საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორშიც გყავდა ბერი ნაცნობი. მას ვთხოვდი რომ დაგვხმარებოდა სს „თიბისი ბანკი“-დან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან, დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა ბანკის სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ მ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარი დაინტერესდა რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული, ამ მიზნით ჩვენ შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლოს „თიბისი ბანკის“ მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემ,ა და შესაბამისად, არც ოთარ ფარცხალაძე და არც სხა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დაგვხმარებია, ბანკმა გამოთქვა მზაობა, რომ მოეხდინა ანგარიშზე არსებული თანხის გაცემა ჩვენთვის", - განაცხადა ლევან ყიფიანმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე